ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სეზონურმა მაშველებმა აჭარაში 165 ადამიანი გადაარჩინეს
03 ოქტომბერი, 2018

ზაფხულის ტურისტული სეზონი დასრულდა. 1 ოქტომბრიდან სეზონურმა სამაშველო სამსახურებმაც დაასრულდა საქმიანობა.

„პირველი ოქტომბრიდან ჩვენი საზღვაო ტრანსპორტის განყოფილების მობილური ეკიპაჟები 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ საზღვაო პერიმეტრს რეგიონის მაშტაბით. ამ ეტაპისთვის საქმიანობა დაასრულეს სეზონურმა მაშველებმა. ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში მუშაობდა 135 სეზონური მაშველი, რომელთა თავდადების შედეგად 4 თვის განმავლობაში 165 ადამიანის გადარჩენა შევძელით,“ – განაცხადა აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ირაკლი თოიძემ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა განაცხადა, რომ წელს, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებული თავდადება გამოიჩინეს.

„1 ივნისიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით სეზონური მაშველების მიერ აჭარაში გადარჩენილი 165 ადამიანიდან 39 არასრულწლოვანი და 74 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. ეს არის სამსახური, რომლის ყველა თანამშრომელი ღირსეულად და პროფესიონალურად აკეთებს საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ სეზონურმა მაშველებმა პირველ ოქტომბერს დაასრულეს სამსახური, საზღვაო ტრანსპორტის განყოფილება, 24 საათან რეჟიმში მცურავი საშუალებებით განახორციელებენ პატრულირებას.“ განაცხადა ღლონტმა.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.