ბათუმის მერია ქალაქის ტერიტორიაზე შადრევნების რეაბილიტაციასა და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.
რუსთაველისა და გორგილაძის ქუჩებზე, ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შადრევნებზე დამონტაჟდა სპეციალური ტუმბოები და განხორციელდა გაწმენდა.
იგეგმება კიდევ ერთი შადრევნის რეაბილიტაცია თამარის დასახლებაში, რომელიც ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და როგორც მერიაში ამბობენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები შადრევნის მერიისთვის გადმოცემისთანავე განხორციელდება.
ქალაქის ტერიტორიაზე რვა შადრევნის კეთილმოწყობა იგეგმება. სამუშაოებს ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ახორციელებს.
www.travelingeorgia.ge