ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შალვა ალავერდაშვილი: საზღვაო კურორტებზე, სეზონი დაგეგმილზე დაბალი აქტივობით დაიწყო
19 ივლისი, 2023

საზღვაო კურორტებზე, სეზონი დაგეგმილზე დაბალი აქტივობით დაიწყო.

როგორც სასტუმროებისა და რესტორნები ასოციაციაში აცხადებენ, უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების გამო, გავრცელებულმა ცნობებმა, შავი ზღვის მოსალოდნელ დაბინძურებასთან დაკავირებით მომხმარებლებზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.

„სამწუხაროდ, სეზონი დაგეგმილზე დაბალი აქტივობით მიმდინარეობს. კლება ნაკლებად შეეხო ბათუმს, თუმცა მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება უფრო მეტად იგრძნობა ქობულეთში, ურეკში, გრიგოლეთსა და ზღვის ნაპირზე მდებარე ქალაქებში.

მიუხედავად იმისა რომ სპეციალისტების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზღვა დაბინძურებული არ არის, ძალიან ბევრი ადამიანი, ქართველი თუ უცხოელი მაინც თავს იკავებს მოგზაურობისგან.“-აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ზღვის სანაპიროზე მდებარე სასტუმროებში დატვირთულობის კოეფიციენტი 30%-მდეა.

„სეზონი თანდათან მაინც უფრო აქტიურ ფაზაში შედის და იმედია, ცოტა უფრო მეტი ჯავშანი შემოვა, მაგრამ კახოვკის ჰესის აშენებამ ძალიან დიდი და ნეგატიური გავლენა უკვე მოახდინა.“-აღნიშნა ალავერდაშვილმა.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველ და მეორე კვარტალში საქართველოში 2 860 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის შემოვიდა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.