ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შაორის ტბაზე პირველი სასტუმრო კომპლექსის გახსნა გადაიდო
28 ივლისი, 2017

შაორის ტბაზე პირველი სასტუმრო კომპლექსის გახსნა გადაიდო. სასტუმრო "შაორი", რომელიც სახელმწიფო პროგრამის "უმასპინძლე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაიხსნება. 

სასტუმრო მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა გახსნილიყო, თუმცა, პროექტის განმახორციელებული კომპანია "ჯეოტექინვესტის" ხელძღვანელი მამუკა ჯმუხაძე "საქმის კურსთან" ამბობს, რომ გახსნის თარიღმა გადაიწია. 

მისი თქმით, პრობლემებს ქმნის ის გარემოება, რომ შაორის ტბასთან ინფრასტრუქტურა განვითარებული არ არის, რაც პროექტისთვის დამაბრკოლებელი აღმოჩნდა. 

"შაორი" 26-ნომრიანი იქნება და მასში ინვესტიციის სახით 1,5 მილიონი ლარი ჩაიდება. 

სასტუმროს გახსნა წელს უკვე მეორედ გადაიდო. თავდაპირველად მისი გახსნა მაისში დაანონსდა, თუმცა, მშენებლობა ზამთარში კლიმატური პირობების გამო იყო შეფერხებული.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.