ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შაორზე ლოკაციის აღმნიშვნელი საქანელები დაიდგა
26 ივნისი, 2018

რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოკაციის აღმნიშვნელი საქანელები დაიდგა.

გაკეთდა ადგილები, სადაც მსურველებს ე.წ. Check in - ის ანუ ,,მონიშვნის" საშუალება ექნებათ.

ახალი ტურისტული ობიექტების გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ესწრებოდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს იდეა ხელს შეუწყობს რაჭის პოპულარიზაციის გაზრდას და ტურისტების რაოდენობის მომატებას.

მსგავსი ადგილები ეტაპობრივად საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაკეთდება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.