ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შატილსა და როშკაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები
29 ივლისი, 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – შატილსა და როშკაში მოსახლოებასთან შეხვედრებს დაესწრო.

სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტსა და ხევსურეთში მიკრო და მცირე გრანტების ახალ პროგრამაზე ისაუბრა, მზია გიორგობიანმა კი ხეობის მაცხოვრებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, როშკა-არხოტის უღელტეხილზე სოფელ ამღას საავტომობილო გზის მონაკვეთისა და სოფლების ახიელი-ჭიმღას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამუშაოები გარკვეული შეფერხებებით ხორციელდებოდა, თუმცა მოცემულ ეტაპზე გაჭრილია 6 მეტრის სიგანის 28–კილომეტრიანი საავტომობილო გზა და განახლებულია სამუშაოები. სამშენებლო ობიექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკადან იწყება, არხოტის უღელტეხილზე გადადის და სოფელ ამღაში მთავრდება. ახალი საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაგეგმილია ნაპირდამცავი ნაგებობებისა და ხიდების მოწყობა.

ასევე, უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ხადორის ხეობის, შატილისა და სნოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია. აღნიშნული გზის საერთო მანძილი თითქმის 237 კილომეტრია და მისი მშენებლობა 20-ზე მეტ მონაკვეთზე განხორციელდება. ამჟამად, სამუშაოები 7 მონაკვეთზე მიმდინარეობს, რომლის საერთო სიგრძე 83 კილომეტრზე მეტია.

გარდა ამისა, დაწყებული სამი სოფლის – შატილის, ბარისახოს და მაღაროსკარის სკოლა-პანსიონების რეაბილიტაციის პროცესი. შატილსა და არხოტში რეგიონიდან განხაორციელებელი პროეტების ფონდის დაფინანსებით ამბულატორიები მშენებლობაც მიმდინარეობს.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.