ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შატილში 1 წლის წინ ჩამოშლილი მე-6 კოშკი რეაბილიტირებულია
05 ივლისი, 2018

შატილში 1 წლის წინ ჩამოშლილი მე-6 კოშკის რეაბილიტაცია დასრულდა.

ჩამოშლილი კედლის აღდგენის სამუშაოებს კონტრაქტორი ფირმის სეციალისტები მიმდინარე წლის გაზაფხულიდან აწარმოებდნენ. 
კოშკის დაზიანებული ფასადი კვლავ ავთენტური ფიქალის ქვის მშრალი წყობით აღდგა.

2017-2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული სარეაბილიტაციო პროცესის ფარგლებში დაზიანებული კოშკი მთლიანად გაიწმინდა ნაშალი ქვისა და ჩახერგილობისაგან.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, ჩამოშლილი კედლები თანაბარწილად აღდგა ახალი და ძველი სიპი ფლეთილი ქვების გამოყენებით. ახლად მოეწყო ხის სართულშუა გადახურვა. აღდგა კოშკის ხის კიბე, ბაქანი და მოაჯირები. სამუშაოები კომპანია „გრინველმა“ განახორციელა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების დასკვნის თანახმად, შატილში 1 წლის წინ კოშკის ჩამოშლის მიზეზი მეზობლად მდებარე კოშკის სახურავის სადინარი მილი გახდა, რომლიდან ნადენი ნალექი მის საძირკველზე იყო მიმართული.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სოფ. შატილის მცხოვრებლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და მათი მოვლა-პატრონობის საქმეში სათანადო ინიციატივის გამოჩენას სთხოვს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.