ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შატილში, 2 მილიონ 400 ათასი ლარის ინვესტიციის ჰესის – „ბიტეხი 1“-ის მშენებლობა აგვისტოში დაიწყება
19 აგვისტო, 2019

მუცოს მოსახლეობასთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა დაანონსა, რომ ხეობაში იგეგმება მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს ელექტროენერგიის პრობლემას გადაუჭრის.

როგორც „კომერსანტმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაარკვია, მცირე ჰიდროელექტროსადგური “ბიტეხი 1-ის“ მშენებლობა  სოფელ შატილთან იგეგმება, იგი 200 კვტ  სიმძლავრის იქნება.

„ბიტეხი 1“ ჰესის განხორციელება დაგეგმილია 2020 წელს (ჰესის ექსპლუატაციაში შეყვანის თარიღი ასევე დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე). პროექტის განხორციელება მოხდება ეტაპობრივად. პირველი ეტაპი მიზნად ისახავს საპროექტო სამუშაოებს (მათი ჩატარება დაგეგმილია 2019 წელს), მეორე ეტაპი კი მშენებლობას (2020 წელს). მესამე და მეოთხე ეტაპები ითვალისწინებენ ჰესის პერსონალის ტრენინგს და ჰესის ექსპლუატაციაში შეყვანას.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის გიორგი ჩიქოვანის ინფორმაციით, ჰესის მშენებლობა აგვისტოს ბოლოს დაიწყება და მას  ტენდერში გამარჯვეული კომპანია შპ.ს. „არმუზ ჰაიდრო“ განახორციელებს. ინვესტიცია კი დაახლოებით 2 მილიონ 400 ათასი ლარს შეადგენს.

„სხვა ჰესებისგან  განსხვავებით ხევსურეთში „ბიტეხი 1“ ჰესს მოსახლეობის სრული მხარდაჭერა აქვს. ეს ამ პროექტის განვითარებამნიშვნელოვან როლს შეიტანსრეგიონის განვითარებაში დაადგილობრივ 

მოსახლეობასელექტროენერგიის მომარაგებასგაუუმჯობესებს, რაც აგრეთვე ხელსშეუწყობს რეგიონში ტურიზმის 

დასხვა სექტორების განვითარებას.

ამჟამად დაპროექტების ეტაპი მიმდინარეობს და აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწისში აქტიური მშენებლობის ფაზა დაიწყება. მთავარი პრობლემა არის ტურბინა გენერატორის დამზადება და როგორც ჩვენი ქვეკონტრაქტორი გვპირდება, ეს პროცესი მალე დასრულდება. მომავალი წლის დასაწყისისთვის კი უკვე ექსპლუატაციაში გავუშვებთ ახალ ჰესს ხევსურეთში. გამომდინარე იქიდან, რომ ხევსურეთში მოსახლეობა ქსელთან არაა მიერთებული და ავტონომიურ რეჟიმში უწევთ ელექტროენებრგიის მიღება, გადავწყვიტეთ მათთვის ამ ჰესის აშენება. ტურისტი რომ ჩავა და მინიმალური პირობები არ იქნება, ძალიან რთულდება ტურიზმის განვითარება.“ – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

როგორც ცნობილია, შატილში უკვე არის ერთი მცირე ზომის ჰესი, რომელიც აშენებულია 1970-იან წლებში და 1995-ში ჩაუტარდა ელექტრო – მექანიკური ნაწილის რეაბილიტაცია. ჰესი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ძირითადი წყაროა. დღესდღეობით ორი აგრეგატიდან მუშაობს მხოლოდ ერთი, რომელსაც საპროექტო 130-დან მხოლოდ 50-60 კვტ სიმძლავრის გამომუშავება შეუძლია. აგრეგატი ამორტიზირებულია, შესაბამისად, ხშირად გამოდის მწყობრიდან, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.