ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"შატო ატენი" საკუთარ ტურისტულ კომპლექსში კოტეჯების დამატებასაც გეგმავს
25 იანვარი, 2024

,,შატო ატენი“ საკუთარ ტურისტულ კომპლექსში კოტეჯების დამატებასაც გეგმავს. როგორც კომპანიის  მფლობელი სოსო ვანიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს,  სამომავლოდ 2 ახალი კოტეჯის დამატება იგეგმება. 

,,ჩვენი საოჯახო რესტორანი 1 იანვარს გავხსენით, რომელიც ძირითადად ჩვენს მარანსა  და კოტეჯებში მოსული სტუმრებისთვის შეიქმნა. კოტეჯამდე იყო მხოლოდ მარანი, სადაც მოდიოდნენ სტუმრები და იმართებოდა დეგუსტაცია და უკან ბრუნდებოდნენ. ყველა ჩვენი სტუმრისთვის მოგვარდა განთავსებისა და კვების საკითხი, რაც ძალიან გვახარებს. ვიზიტორებს ვთავაზობთ საუზმეს, სადილს და ვახშამს, ზამთარში 40 ადამიანის მიღება შეგვიძლია. აქამდე 15-16 მომხმარებელზე მეტს ვერ ვიღებდით.  ახლა მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდა. ასევე კოტეჯებს ვამატებთ და მარტიდან უკვე  5 აქტიური კოტეჯით ვიქნებით წარმოდგენილი. ჯერჯერობით სამს ვამუშავებთ. დავაკვირდებით ტენდენციას, როგორი მოთხოვნაც გაჩნდება და კოტეჯების რაოდენობასაც ამის მიხედვით ეტაპობრივად გავზრდით“, - აცხადებს სოსო ვანიშვილი.

მისი ინფორმაციით, საოჯახო სასტუმრო 3 ადამიანს დაასაქმებს. აქტიურ სეზონზე ,,შატო ატენში“ 25-მდე ადამიანია დასაქმებული. რაც შეეხება ტარიფებს, კოტეჯში განთავსების საფასური დღიურად 200 ლარია. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 000 ლარია.

ცნობისთვის, ,,შატო ატენი" გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში მდებარეობს. საოჯახო მარანი 2016 წლიდან დაფუძნდა. 2020 წელს კი საქართველოში წლის საუკეთესო მცირე მეღვინეობის ჯილდო მიიღო.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.