ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შატო მუხრანის საფერავმა Decanter-ის საერთაშორისო კონკურსზე, პლატინის მედალი მიიღო
06 ივნისი, 2017

შატო მუხრანის 2012 წლის სამეფო რეზერვმა (საფერავი) საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ჯილდო მიიღო: პლატინის მედალი კატეგორიით საუკეთესო ქართული წითელი ღვინო. 

კომპანიამ ჯილდო დეკანტერის საერთაშორისო კონკურსზე მიიღო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავლენიან და პრესტიჟულ კონკურსადაა აღიარებული. 

კონკურსზე, სადაც მთელი მსოფლიოდან 17,000-ზე მეტი ღვინო იყო წარდგენილი, ნებისმიერი მედლის მიღება დიდ წარმატებას წარმოადგენს. შატო მუხრანს კი ერთერთი უმაღლესი ჯილდო ერგო წილად. კონკურსის წესების მიხედვით, პლატინის მედლის მინიჭება ხდება იმ ოქროს მედალოსანი ღვინისთვის, რომელიც ხელახლა ისინჯება ცალკე კატეგორიაში. 

2017 წლამდე არცერთ ქართულ ღვინოს ოქროს მედალიც კი არ ჰქონდა მოპოვებული. 

შატო მუხრანის მიერ მოპოვებული ჯილდოს (კატეგორია Best Georgian Red, საფასო კატეგორია: 15 ფუნტზე მეტი) გარდა, წელს კიდევ ერთმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მსგავსი პლატინის მედალი (Best Value Georgian Red, საფასო კატეგორია: 15 ფუნტამდე). 

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.