ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"შავი ცხენი" ფართოვდება - საცხენოსნო კლუბი კოტეჯებს გახსნის
01 სექტემბერი, 2023

„შავი ცხენი“ ფართოვდება. საცხენოსნო კლუბის ტერიტორიაზე განთავსების ობიექტები გაიხსნება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კლუბის მენეჯერმა ნინო ტურიაშვილმა განუცხადა, „შავი ცხენის“ ბაზას 2-სართულიანი კოტეჯები შეემატება.

„უკვე დასრულებულია ერთი კოტეჯის მშენებლობა და ახლა შიდა-სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. 2023 წლის ბოლომდე კი, 10-მდე ასეთი კოტეჯი აშენდება და გაიხსნება. შესაბამისად, ჩვენი მომხმარებელი შეძლებს არა მხოლოდ ამოვიდეს ბუნებაში, იჯირითოს, იპო თუ დოგ-თერაპიის სერვისით ისარგებლოს და განიტვირთოს ჩვენს საცხენოსნო კლუბში, არამედ დარჩეს კიდეც მშვიდ გარემოში“, - განმარტა ნინო ტურიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კოტეჯების გარდა, „შავი ცხენის“ ტერიტორიაზე უკვე ფუნქცინიორებს საცხენოსო კლუბის რესტორანიც, ადგილობრივი და ევროპული კერძებით.

ცნობისთვის, საცხენოსნო კლუბი „შავი ცხენი“ სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს, ლილოს ბაზრობის ტერიტორიიდან, დაახლოებით, 5 წუთის სავალზე. კლუბში 33 სხვადასხვა ჯიშის ცხენს ფლობენ - დაწყებული ჰოლანდიური „ფრიზით“ დამთავრებული ქართული, თუშური ცხენით.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.