ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს ტურისტულ მარშრუტს ახალი ბილიკი შეემატა. ლაგოდეხში შავი კლდეეების ტბის ბილიკი ტურისტებს ელის.
21 ივნისი, 2019

საქართველოს ტურისტულ მარშრუტს ახალი ბილიკი შეემატა. ლაგოდეხში შავი კლდეეების ტბის ბილიკი ტურისტებს უკვე ელის.ბილიკი საქართველოში არსებული ბილიკებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა და გამოირჩევა ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედებით. ტური იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან. 10-15 წუთში გზად რცხილნარის უნიკალური კორომია, რაც კავკასიაში საკმაოდ იშვიათობაა.

გზად არსებობს ტურისტული თავშესაფარიც, მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები.

ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ გადაადგილდნენ ცხენებით, შეისვენონ სპეციალურად მოწყობილ საპიკნიკე ადგილებზე, ღამე გაათენონ კარვებში და იქირაონ შესაბამისი აღჭურვილობა. შავი კლდეების ტბა წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს საქართველოს და დაღესტანს, რუსეთის ფედერაციას შორის.

ბილიკი 42 კილომეტრია და ლაშრობის ხანგრძლივობა 3 დღეს მოიცავს.

gbc.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.