ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შავ ზღვაში 2 ათასი წლის წინ ჩაძირული გემები იპოვეს
25 სექტემბერი, 2017

შავი ზღვის ფსკერზე, ბულგარეთის ნაპირებთან, ათობით რომაული, ბიზანტიური და ოსმალური გემი იპოვეს. 2 წლის განმავლობაში მეცნიერებმა 60 გემთან ერთად, სხვადასხვა არტეფაქტები იპოვეს, რომელთაგან ყველაზე ძველი 2,5 ათასი წლით თარიღდება. ამის შესახებ გამოცემა Newsweek-ი წერს. 

არქეოლოგების თქმით, შავი ზღვის ე.წ. მკვდარი ზონა, რელიქვიების შესანახად შესანიშნავი ადგილია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა მეათე საუკუნის ბიზანტიური დიდი გემი იყო, რომელსაც ხის მასალა შენარჩუნებული ჰქონდა. 

დაივინგის დროს, უფრო ღრმად ელინისტური პერიოდის გემები იპოვეს, რომელთაგან ყველაზე ძველი ძვ.წ. მეხუთე საუკუნით თარიღდება. "მისი სვეტები ისევე განაგრძობდნენ დგომას, თითქოს გემი გუშინ ჩაიძირა", - ჰყვებიან მეცნიერები. 

მეცნიერები შავი ზღვის სხვა ნაპირებზეც გეგმავენ ექსპედიციებს, რომლითაც გემთმშენებლობის ინსტიტუტის ახალ დეტალებს დაადგენენ. 

IMEDINEWS.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.