ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შავი ზღვის ქსელის შექმნა მდგრადი ტურიზმის განვითარების მიზნით ბულგარეთში, რუმინეთში, უკრაინაში, მოლდოვაში და საქართველოში
17 ნოემბერი, 2015

შავი ზღვის ქსელის შექმნა მდგრადი ტურიზმის განვითარების  მიზნით  ბულგარეთში, რუმინეთში, უკრაინაში, მოლდოვაში და  საქართველოში

მესამე  ეროვნული უორქშოფი  სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის (  სტეიქჰოლდერებისათვის )

სასტუმრო  „ციტრუსი„  (ქ.თბილისი, 9 აპრილის ქ.#3)

ივ. ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობას იღებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENPI) შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის (Black Sea CBC) განხორციელებაში, კერძოდ, პროგრამის ფარგლებში, ევროკომისიამ დააფინანსა თსუ–ს მიერ წარდგენილი პროექტი „ შავი ზღვის ტურიზმის ქსელი“. აღნიშნულ საერთაშორისო პროექტის მთავარი მიზანია, საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენა. პროექტის მიზნების უზრუნველსაყოფად, ქ. თბილისში დაგეგმილია სემინარის ჩატარება, რომელშიც გათვალისწინებულია ტურიზმის სფეროში მოღვაწე აქტორების (სტეიქჰოლდერების) მონაწილეობა.

 აღნიშნული ღონისძიება გაიმართება ა.წ. 26 ნოემბერს, ქ.თბილისში, სასტუმრო „ციტრუს“-ში. შეხვედრის მიზანია დამსწრე საზოგადოებას გააცნოს პროქტის მიზნები და წარუდგინოს ვებგვერდის საწყისი ვერსია. სემინარის მონაწილე  ყველა სტეიქჰოლდერს საშუალება ექნება აღნიშნული საერთაშორისო პროექტის ვებგვერდზე, რომელიც ინკორპორირებულია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENPI) შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის (Black Sea CBC) საინფორმაციო პან–ევროპულ ქსელში,   თავისუფლად განათავსოს მისთვის სასურველი მონაცემები და სარეკლამო მასალები.

 გთხოვთ დაესწროთ.

გმადლობთ, პატივისცემით ,

თსუ–ს   ადმინისტრაცია


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.