დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგად, გურიის შავი ზღვის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვიდან დიდი ოდენობით გამოტანილი ნარჩენების დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ ინტენსიური სამუშაოების ჩატარების შედეგად ამ ეტაპზე სრულად გაიწმინდა და დასუფთავდა შავი ზღვის აქტიური სანაპირო ზოლი.
კომპანიის მიერ კვლავ მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში სანაპირო ზოლის მოვლისა და მოწესრიგების სამუშაოები.
business-partner.ge