ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შავი ზღვის სანაპიროზე გიგანტური ფრინველის ნეშტი აღმოაჩინეს
01 ივლისი, 2019

მეცნიერებმა შავი ზღვის სანაპიროზე, ყირიმის ნახევარკუნძულზე გიგანტური ფრინველის ნეშტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო dpa-ს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, სირაქლემას მსგავსი ფრინველი მინიმუმ 3.5 მეტრი სიმაღლისა და 450 კილოგრამს იწონიდა, რაც დღეს-დღეობით, აფრიკაში მობინადრე სირაქლემას მასას სამჯერ აღემატება. ფრინველი დაახლოებით 1,8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.

აქამდე სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ მსგავსი დიდი ფრინველები მადაგასკარზე, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში ბინადრობდნენ. ყველაზე დიდ ფრინველად კი ე.წ. სპილოს ფრინველი მიიჩნეოდა, რომელიც დაახლოებით 3 მეტრის იყო.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.