მახუნცეთში დასასვენებელი პარკი ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ მოეწყობა.
ამ დროისთვის კი მახუნცეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები, როგორც ქედის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ტურისტული სეზონის გამო შეჩერდა.
ამ დროისთვის დასრულებულია თამარ მეფის ხიდთან ჩასასვლელი კიბეების მშენებლობა, რომელიც შშმ პირებისთვისაც ადაპტირებულია, დამონტაჟდა განათებებიც. მოეწყო ავტოსადგომები, სველი წერტილები და მოწესრიგდა საგზაო იფრასტრუქტურა. ქედის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური სამუშაოების განახლებას ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ გეგმავს.
www.travelingeorgia.ge