ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შეიარაღებული თავდასხმა ტურისტებზე, მოკლეს ერთი, მძევლად აიყვანეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვები
11 ივლისი, 2017

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გუდაუთის რაიონში თავდასხმა მოხდა ტურისტებზე, რა დროსაც, როგორც აფხაზური სააგენტო Apsny LIFE წერს, ბოროტმოქმედებმა რამდენიმე პირი, მათ შორის ბავშვები მძევლად აიყვანეს.

ამავე სააგენტოს ინფორმაციით, მომხდარს დე ფაქტო ძალოვანი უწყებებიც ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა ტურისტმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ის დაჭრეს, რის შედეგადაც ტურისტი ადგილზე დაიღუპა. სააგენტო წერს, რომ მომხდარი დანაშაულის დეტალები ჯერჯერობით ზუსტდება. (წყარო)Array

kvirispalitra.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.