ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შეკვეთილში ჩეხურ-სლოვაკური კომპანია 20 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს
07 ივნისი, 2017

შეკვეთილში ჩეხურ-სლოვაკური კომპანია 20 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. 

7 ივნისს შეკვეთილში ჩეხეთის საელჩოს თანადგომითა და მონაწილოებით კომპანია L&R- ის მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართება. შეკვეთილს ეწვევიან ჩეხი და სლოვაკი ინვესტორები. უცხოელი სტუმრები ადგილობრივ ბიზნეს გარემოს გაეცნობიან და მომავალში დაგეგმილ ინვესტიციებზე იმსჯელებენ. 

"სულ 3 წლის განმავლობაში ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან შეკვეთილში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მომდევნო 2 წლის განმავლობაში კი ამავე რეგიონში 20 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. აღნიშნული კომპანიები ბიზნესის განვითარებას სამშენებლოს გარდა სხვა სფეროებშიც გეგმავენ. პარალელურად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ახალ საინვესტიციო ჯგუფებთან",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

მათი ინფორმაციით, კომპანია L&R-ის პროექტი რამდენიმე შენობისგან შედგება, რომელიც სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ ბინებს აერთიანებს. 

კომპანია L&R 2014 წელს დაარსდა და მას სლოვაკი და ჩეხი დამფუძნებლები ჰყავს. 2015 წლიდან დაწყებული მოლაპარაკებების შედეგად კი 2016 წელს კომპანიამ ხელშეკრულება სამ სხვადასხვა კომპანიასთან გააფორმა და აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვაზე სხვა და სხვა სფეროში.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.