ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შემოდგომიდან თელავს ტექნოპარკი ექნება
20 ივნისი, 2018

თელავში ინოვაციების რეგიონული ჰაბის – ტექნოპარკის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

ტექნოპარკის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესი თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ დაათვალიერეს.

ტექნოპარკი ქალაქის ცენტრში, ერეკლე მეფის ძეგლსა და თელავის ისტორიულ ჭადარს შორის განთავსდება. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ტექნოპარკი 2018 წლის სექტემბერში გაიხსნება.

პროექტი ორიენტირებულია ქვეყანაში ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნასა და განვითარებაზე. ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა იდეების მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შექმნან ახალი ტიპის, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კომპანიები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზარზე.

თელავის ტექნოპარკს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიებისა სააგენტო მსოფლიო ბანკის დაფინანსებული „საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის“ (GENIE) ფარგლებში აშენდება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.