გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით პროექტი „შემოიარე საქართველო იწყება.
პროექტის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ მიიღონ მონაწილეობა ექსკურსია-ლაშქრობებში. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები შეძლებენ შეძლებენ, დასვენებას, გართობას, ახალი მეგობრების შეძენას და სხვადასხვა გასართობ თამაშში გამარჯვების შემთხვევაში საჩუქრების მიღებას.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, მოლაშქრული ცხოვრების შესწავლა და მეგობრებთან ერთად საველე პირობებში თანაცხოვრება, ასევე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა-პოპულარიზაცია, რაც როგორც მუნიციპალიტეტში მიიჩნევენ, ხელს შეუწყობს საქართველოს სხვადასხვა კუთხისადმი ცნობიერების ამაღლებას.
პროექტი გათვლილია 16-29 წლის ახალგაზრდებზე (18 წლამდე მსურველებმა აუცილებლად უნდა წარადგინონ მშობლის წერილობითი თანხმობა).
www.travelingeorgia.ge