ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შენგენის ზონის რომელ ქვეყანაში იმოგზაურა საქართველოს ყველაზე მეტმა მოქალაქემ დეკემბერში?
14 იანვარი, 2019

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გასული წლის დეკემბრის საზღვრის კვეთის სტატისტიკას აქვეყნებს. 

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის დეკემბერში საქართველოს ყველაზე მეტი – 7,914 მოქალაქე გერმანიაში გაემგზავრა, 16-ს კი უარი უარი ეთქვა ქვეყანაში შესვლაზე. 

მეორე ადგილზეა იტალია, სადაც გასული წლის ბოლო თვეში საქართველოს 4,039-მა მოქალაქემ იმოგზაურა, 45-ს კი, იტალიის საზღვრის კვეთაზე უარი უთხრეს. 

შენგენის ზონის ქვეყნებს შორის პოლონეთი მესამე ქვეყანაა, სადაც დეკემბერში საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გაემგზავრა. კერძოდ, იმოგზაურა 3,679-მა მოქალაქემ, ხოლო 24-ს შესვლაზე უარი ეთქვა. 

მეოთხე პოზიციაზეა საბერძნეთი, რომელსაც დეკემბერში საქართველოს 3,474 მოქალაქე ესტუმრა, 16-მა კი, საზღვარი ვერ გადაკვეთა. 

საქართველოს მოქალაქეების გასვლების ხუთეულს საფრანგეთი ხურავს – დეკემბერში საფრანგეთში საქართველოს 2,923 მოქალაქე გაემგზავრა, 26-ს კი, შესვლაზე უარი ეთქვა.

გასული წლის ბოლო თვეში საქართველოს ყველაზე ცოტა მოქალაქე ისლანდიას (5), სლოვენიას (6), სლოვაკეთს (15), ხორვატიას (18) და მალტას (28) ესტუმრა. 

ავტორი: თელარა გელანტია

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.