ხევსურეთში, აბუდელაურის ტბების დასათვალიერებლად წასულ ტურისტებს და ადგილობრივ მოლაშქრეებს, ტურისტული თავშესაფარი და კაფე–ბარი „სინდაურა“ დახვდებათ. „სინდაურა“ სოფელ როშკასა და აბუდელაურის ტბების მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი ბიზნეს კომპლექსი იქნება.
პროექტის მშენებლობა ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის People In Need ხელშეწყობით 2021 წელს დაიწყო. კომპლექსი სრულ ტურისტულ მომსახურეობას: კვებას, განთავსებას და ექსკურსიებს ითვალისიწნებს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „სინდაურას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ალექსანდრე ჩხუტიაშვილი ამბობს, „სინდაურა” გახდება ხევსურეთის ტურისტული ფილტვი, რომელიც საქართველოს ტურისტულ რუკაზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს.
„რამდენიმე წლის წინ მე და ჩემ მეგობრებს გვქონდა მოლაშქრეთა კლუბი და ძირითადად ფშავ-ხევსურეთის და მთიულეთის მხარეში დავდიოდით, ერთ-ერთი პოპულარული მიმართულება აბუდელაურის ფერადი ტბები იყო, გამომდინარე იქიდან, რომ აბუდელაურის ტბების მიმდებარედ არანაირი ინფრასტურუქტურა და ტურისტებისთვის არანაირი ატრაქცია არ არსებობდა, გაგვიჩნდა იდეა, რომ ადგილზე რაღაც გაგვეკეთებინა. ამ ტერიტორიაზე რამის გაკეთება ბევრ სირთულეებთან არის დაკავშირებული, არანაირი კომუნიკაცია არ არის, გზაც ახალი ამოყვანილია, ადრე თუ მხოლოდ სოფელ როშკამდე შეგეძლო მანქანით ამოსვლა, ახლა ეს მანძილი აბუდელაურის ტბების მიმართულებით სამი კილომეტრით არის გაზრდილი, თუმცა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებით შეიძლება ამოსვლა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გაჩნდა ბიზნეს ობიექტის გაკეთების იდეაც 2021 წელს დავიწყეთ ხორცშესხმა და პატარ-პატარა ნაბიჯებით მივიწევთ წინ.
აბუდელაურის ტბების მარშრუტზე ძირითადად ერდღიანი ვიზიტორები დადიან, რადგან დასაფარი მანძილი ამის შესაძლებლობას იძლევა, გათვლა სასტუმროზე არ გვქონია, ძირითადი დატვირთვა კაფე-ბარის სივრცეზე და ვერანდაზეა გადატანილი, რადგან როდესაც ტურისტი გაივლის, გვინდა რომ მას დასვენების, ჩაის, ყავის და გემრიელი სადილის ნორმალურ პირობებში მირთმევის შესაძლებლობა ჰქონდეს, თუმცა “სინდაურა“ იმის შესაძლებლობასაც მოგვცემს, რომ 10-12 ადამიანს ღამისთევითაც ვუმასპინძლოთ“, - აღნიშნა ალექსანდრე ჩხუტიაშვილმა.
მისივე თქმით, დაფინანსების მოპოვებისას განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ობიექტს ექნებოდა ტურისტული თავშესაფრის სტატუსი, რაც Guest house-ების და სასტუმროებისაგან განსხვავებით გარემოსთვის ნაკლებად დამაზიანებელია, ასევე აღსანიშვაია ისიც, რომ ობიექტზე დენის მიწოდება მზის პანელებით მოხდება.
„ობიექტს ტურისტული თავშესაფრის სტატუსი მივანიჭეთ, როდესაც დაფინანსებაზე შევიტანეთ პროექტი, განსკუთრებული ყურადღება სწორედ ამ ფაქტორმა მიიქცია, ეს იქნება ადგული სადაც ადამიანები მოსვენებას და შემდეგ დღის გაგრძელებას შეძლებენ.
ორგანიზაცია People In Need - თან ერთად თანადაფინანსებით ვთანამშრომლობთ, არის მომენტები როცა ისინი აკეთებენ რაღაცას, არის მომენტები, როცა ჩვენ ჩვენი სახსრებით ვაკეთებთ. მოსმზადებელი სამუშაოები და საძირკველი უკვე დასრულებულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქვის კედლების ამოყვანა. უკვე დავამონტაჟეთ სეპთიკური ავზი, რაც კანალიზაციის ფილტრაციას უზრუნველყოფს. პროექტის დაწესრისას People In Need - ისგან ერთერთი მთავარი მოთხოვნა იყო ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიგვეყენებინა გარემოსთვის. რაც შეეხება დენს, მისი მოწოდება მზის ბატარიებით მოხდება, რომელსაც ასევე People In Need - თან ერთად თანადაფინანსებით ვაკეთებთ, აქაცმნიშვნოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვა იყო. გარდა ამისა, ელექტროენერგიის ამოყვანა კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებულ, ეხლახანს შევიდა ენერგო პრო სოფელ როშკაში და ჩვენამდე სამი კლიომეტრია, დენის ამოყვანა კი ძვირი დაგვიჯდებოდა.
ხელშეკრულების მიხედვით შემოდგომაზე პატარა გახსნა უნა მოვაწყოთ, ხოლო რაც შეეხება სრული დატვირთვით ფუნქციონირებას მომავალი წლის მაისიდან ვგეგმავთ“ - აღნიშნა ალექსანდრე ჩხუტიაშვილმა.
ალექსანდრე ჩხუტიაშვილმა მოლოდინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხევსურეთის გარემო, ხედი ჭაუხებზე და აბუდელაურის ტბები ნამდვილად იძლევა იმის ფიქრის საშუალებას, რომ როგორც ხევსურეთს და როშკას, ასევე „სინდაურას“ სტუმრები არ მოაკლდება, თუმცა „სინდაურას“ გუნდის მიზანია, რომ ადამიანები არა მარტო ტბებისთვის, არამედ „სინდაურაში“ დასარჩენად და დროის სასიამოვნოდ გასატარბლადაც მივიდნენ.
„ძალიან ბევრს უჩნდება კითხვა, რომ ამ პერიოდში როდესაც ტურიზმიც არ მუშაობს ისეთი დატვირთვით, როგორც უნდა მუშაობდეს, რეგულაციების დაცვა გვიწევს და ბევრი სხვა ფაქტორია, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ეს ადგილი ძალიან პოპულარული გახდება და მის ნახვას ყველა მოინდომებს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ულამაზესი გარემოა, როგორც ზაფხულში, ასევე შემოდგომაზე, როდესაც ჭაუხებში ჩამოთოვს და მეორე იმიტომ, რომ მთელ ხევსურეთში, როგორც როშკაში, ასევე არხოტში არანაირი ბიზნეს ობიექტი არ არსებობს, მანამ სანამ შატილში არ გადახვალ, არც ღამის გასათევი ადგილია და არც საკვები ობიექტი. ჩვენ ვთვლით, რომ რადგან ეს იქნება პირველი ობიექტი, ასევე აბუდელაური ტბები ძალიან ცნობილია, რთული მარშრუტიც არ არის ბევრი ადამიანი მიდის აბუდელაურების ტბების სანახავად და როდესაც გაიგებენ ჩვენ შესახებ ეს დამატებითი სტიმული იქნება მათთვის. იმედია რეგულაციებიც შემსუბუქდება მომავალი წლიდან და მეტი ტურისტი წამოვა ჩვენი ქვეყნის მიმართულებით, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ იმის შიში, რომ მომხმარებელი არ გვეყოლება, არ გვაქვს“, - აღნიშნა ალექსანდრე ჩხუტიაშვილმა.
რაც შეეხბა სახელს სინდაურა, როგორც ჩხუტიაშვილმა აღნიშნა, ჭაუხებში ყველა მწვერვალს თავისი სახელი აქვს, ერთერთი ასეთია სინდაურა, რომელსაც დღეს მწვერვალ აღმაშენებლად მოიხსენიებენ. თუმცა, მისივე თქმით, როშკაში ვისაც არ უნდა ჰკითხო, მწვერვალს სინდაურა ჰქვია, სინდაურა იყო მონადირე, რომელიც ჯიხვებზე ნადირობისას დაიღუპა, შესაბამისად მწვერვალს დაარქვეს სინდაურა. ჭხუტიაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ ლეგენდის გამო გადაწყვიტეს ტურისტული თავშესაფრისთვის „სინდაურას“ დარქმევაც.
„ლოგოზე სამი ტბის ფერი გვაქვს და მთის ილუსტრაცია იქმნება, რადგან ობიექტის გარშემო სულ მთებია. გვინდოდა რომ ობიექტს თავიდანვე ბრენდის სახე ჰქონოდა და პირველივე ეტაპზე შევქმენით სახელიც ლოგოც და სლოგანიც, „შენი კომფორტი ველურ გარემოში“.
სინდაურა პირვეელ ეტაპზე 5-6 ადამიანს დაასაქმებს, ბიზნეს ობიექტის პირველადი ინვესტიცია კი 50 000 ლარს შეადგენს.
commersant.ge