ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Sheraton: ტურიზმის მაჩვენებლების ძველ ნიშნულზე დაბრუნებას შემოდგომამდე არ ველოდებით
29 მარტი, 2021

Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში ტურიზმის აღდგენის თვალსაზრისით ძველ ნიშნულზე დაბრუნებას შემოდგომამდე არ ელოდებიან. როგორც bm.ge-ს სასტუმროს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორმა გივი ბიწაძემ განუმარტა, 2020 წელს მიღებული წლიური დანაკარგის მცირედით ამოღების იმედი სწორედ ამ პერიოდში აქვთ.

“ჩვენი მიზანია, რომ ნაკლები ფული დავკარგოთ. ყველაფერი გაძვირდა, საკვები პროდუქცია და ელექტროენერგია გაგვიძვირდა. ხარჯები გაგვეზარდა და ეს მოგებაზე უარყოფითად მოქმედებს.


თუმცა უკვე ჩანს, რომ სიტუაციის გაუმჯობესებას ეკონომიკის გახსნა, ვაქცინაცია და ტურიზმის აღდგენა იწვევს. პირველად სამთავრობო ჯგუფები ამერიკიდან და ევროპიდან გააქტიურდნენ, ასევე აქტიურობენ სპორტული ჯგუფები” - აღნიშნა ბიწაძემ.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.