საქართველოს მთავრობამ შეზღუდვები ზამთრის კურორტებზეც დააწესა. კერძოდ, შეზღუდვები ეხება კურორტებს – ბაკურიანი, ბორჯომი, გუდაური, ბათუმი, ქობულეთი, გოდერძი, ურეკი, შეკვეთილი, გრიგოლეთი, კახეთი, ყაზბეგი, სვანეთი, აბასთუმანი-ვარძია.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე პერიოდში სათხილამურო კურორტებზე საბაგიროები გაჩერებული იქნება;
სასტუმროები იმუშავებენ მხოლოდ კარანტინის, ან კოვიდ-სასტუმროებად;
რესტორნები, კვების ობიექტები, სავაჭრო ობიექტები მხოლოდ დისტანციურად იმუშავებენ;
გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან იმოქმედებს.
bm.ge