ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შეზღუდვების შემსუბუქება და ტურიზმის ზრდა ლარზე პოზიტიურად აისახება - მინისტრი
18 მაისი, 2021

შეზღუდვების ნებისმიერი შემსუბუქება და აქტივობა, რომელიც ტურიზმის ზრდასთან არის დაკავშირებული, პოზიტიურად აისახება ლარის კურსზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

„ეკონომიკასთან მიმართებაში ყოველდღიურად ხდება შემსუბუქება. დღეს გადაწყდა, რომ კომენდანტის პერიოდი შემცირდა. ნებისმიერი ასეთი შემსუბუქება და აქტივობა, რომელიც ტურიზმის ზრდასთან არის დაკავშირებული, პოზიტიურად აისახება ლარის კურსზე.

თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკური აღდგენის ტემპს, რომელიც ბოლო პერიოდში იმაზე უკეთესია, ვიდრე მოლოდინები იყო წლის დასაწყისში და იმ ვითარებას, რაც ტურიზმის გახსნის პერსპექტივასთან გვაქვს, მგონია, რომ ლართან მიმართებით ეს მოლოდინები  დადებითად აისახება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.