შიდა ავიარეისებზე ბილეთები ძვირდება. „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების“ ინფორმაციით, კორექტირებული ფასები დღეიდან ამოქმედდება.
განახლებული ფასები ერთი გზის ბილეთისათვის ასეთია:
ქუთაისი - მესტია 50 ლარი; ნატახტარი - მესტია 90 ლარი; ნატახტარი - ამბროლაური 50 ლარი;
თბილისი - ბათუმი 125.
მანამდე ქუთაისი-მესტიის რეისზე 40 ლარი იყო, ნატახატარი-მესტია - 65 ლარი, თბილისი-ბათუმი 90 ლარი, ნატახტარი-ამბროლაურის ავიაბილეთზე ფასი უცვლელია.
შიდა რეისებს ქართული ავიაკომპანია AK-AIR GEORGIA ახორციელებს, რომელმაც ფრენებზე ნებართვა სამოქალაქო ავიაციისგან 2018 წლის იანვარში მიიღო.
www.travelingeorgia.ge