შიდა ფრენებში ყველაზე პოპულარული მიმართულება მესტიაა. ამის შესახებ "საქმის კურსს" შიდა ფრენების განმახორციელებელ კომპანია "სერვისეარში" განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მესტიის მიმართულებით ძირითადად უცხოელები დაფრინავენ, თუმცა, არიან ადგილობრივებიც.
განსხვავებული მდგომარეობაა ამბროლაურში ფრენებზე, სადაც "სერვისეარის" ინფორმაციით, ძირითადად ქართველები დაფრინავენ. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აქვთ შეკვეთები უცხოელებისგანაც. მათი თქმით, ამბროლაურის მიმართულებით მოთხოვნა მზარდია, რის გამოც ფრენის სიხშირე გაიზარდა და კვირაში სამჯერ ხორციელდება.
"სერვისეარში" აღნიშნავენ, რომ შიდა ფრენები განსაკუთრებით ზაფხულის ტურისტულ სეზონზე აქტიურდება.
სერვისეარი ნატახტარის აერიდრომიდან შიდა ფრენებს ახორციელებს ბათუმში, მესტიაში, ამბროლაურსა და ქუთაისში.
www.bm.ge