ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შიდა გზები და ხიდები - ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურა უმჯობესდება
28 სექტემბერი, 2018

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. მოეწყო ასფალტო-ბეტონის საფარი და სანიაღვრე სისტემა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 687 177 ლარი შეადგინა.

დასრულებული სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა ონის მუნიციპალიტეტის მერთან და მერის მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.

სოფელში მდინარე ღარულაზე ასევე მოეწყო ორი საფეხმავლო ხიდი, მშენებლობა 59 000 ლარი დაჯდა.

პროექტები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა.

სოფელ ღარში შიდა გზების ასფალტირების მეორე ეტაპის დაწყება 2019 წლიდან იგეგმება

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.