ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შიდა ტურიზმი პლუსებში
15 ივნისი, 2018

ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში შიდა ვიზიტორების აქტიურობა იზრდება. „საქსტატის“ 2018 წლის I კვარტლის მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე შიდა ვიზიტორებმა საშუალოდ თვიურად 985 900 ვიზიტი განახორციელეს, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 980 900 ვიზიტით განისაზღვრებოდა.

ყველაზე მონახულებადი და საშუალო თვიური განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: თბილისი – 27,6%, იმერეთი – 19,3%, აჭარა- 12.5%, კახეთი – 7,8%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 7,5%, ქვემო ქართლი – 6,9%, შიდა ქართლი – 6,5%, მცხეთა-მთიანეთი – 4,6%, სამცხე-ჯავახეთი – 4,4%, გურია – 1,8%, რაჭა-ლეჩხუმი – 0,7%, აფხაზეთი – 0,3%.

ვიზიტორების ხარჯებმა 120 მლნ ლარი შეადგინა, საშუალო ხარჯი ვიზიტზე კი 122,3 ლარით განისაზღვრა.

ვიზიტების უდიდესი წილი 56,8% მეგობრების და ნათესავების მოსანახულებლად განხორციელდა, დასვენების მიზანი კი მხოლოდ 4,6%–ია, შოპინგი – 13,5%, მკურნალობა-გაჯანსაღება – 10,9%, მეორე სახლის (აგარაკი და სხვა) მონახულება – 6,1%.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.