ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს ახალი პროექტები დაიწყო
23 დეკემბერი, 2022

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია შიდა ტურიზმის განვითარება. ამ მიზნით წელს ადმინისტრაციამ  40-ზე მეტი პრეს და ინფოტური, გასტროტური, ფესტივალი და ღონისძიება გამართა.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს პირველად ახალი ფესტივალი „გემო ფესტი“ ჩაატარა.  პირველი კულინარიული ფესტივალი რაჭაში, ამბროლაურში მოეწყო.  გასტრონომიული ფესტივალი ეტაპობრივად მთელ საქართველოში გაიმართება.

ზამთრის კურორტების პოპულარიზაციის მიზნით პირველად ჩატარდა სათხილამურო შეჯიბრი  “ზურულდი 2022” ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ღვინის ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის თანაორგანიზებით კახეთში „გურჯაანის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი“ და „ჯაზ & ვაინ კახეთი“ გაიმართა.

გასტრო და ღვინის ტურიზმთან ერთად  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრიორიტეტს წარმოადგენს ჩაის ტურიზმის განვითარება. ამ მიზნით გურიაში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში   ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ( GIZ ) ორგანიზებით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით  ჩაის ფესტივალი გაიმართა.

კულინარიული ტურიზმის განვითარების მიზნით  ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს გასტრო ასოციაციებთან.

ტურიზმის ეროვნული  ადმინისტრაცია მთელი წლის განმავლობაში ატარებდა ინფოტურებს ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისა და გიდებისთვის.  ტურები ტურისტულ ასოციაციებთან თანამშრომლობით მოეწყო.

ინფოტურების მიზანია შიდა და შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს  შესაძლებლობა ჰქონდეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ნაკლებად ცნობილი ადგილები დაათვალიერონ, ხოლო ტურების შემდეგ, მარშრუტების გათვალისწინებით მოგზაურებისთვის ახალი ტურისტული პაკეტები მოამზადონ.  ინფოტურებში აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები, ფოტოგრაფები და ბლოგერები.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.