ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტალერი-ლებარდეს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
23 სექტემბერი, 2019

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ტალერი-ლებარდეს საავტომობილო გზის ექვს კილომეტრამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტალერი-ლებარდეს გზა, მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ლებარდემდე მიდის და მისი კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე, კურორტის განვითარებისა და ტურისტული თვალსაზრისით. მათივე ინფორმაციით, არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებდა.

პროექტის შესაბამისად, ხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია: დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. ამ დროისთვის, გვერდულების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 3 599 999 ლარია.

1tv.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.