ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ღვინის ახალი საწარმო „აგრიდა“ გაიხსნა.
„აგრიდას“ ხელმძღვანელის, გურამ მინდიაშვილს ინფორმაციით, საწარმოო მიმდინარე წლის რთველის პროცესში ჩაერთვება და გადაამუშავებს როგორც საკუთარი ვენახებიდან მოწეულ, ასევე მოსახლეობისგან ჩაბარებულ ყურძენს.
„აგრიდა“ ფლობს 23 ჰექტარ ვენახს, გეგმავს როგორც ქვევრში დაყენებული, ისე კლასიკური მეთოდით დამზადებული ღვინოების წარმოებას. მისი წარმადობა წელიწადში 1,5 მლნ ბოთლია. ღვინო გაიყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე. საწარმოში სეზონურად 50-მდე ადამიანი დასაქმდება, იგეგმება ღვინის ტურიზმის განვითარება.
საწარმო „აგრიდა“ შეიქმნა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულებამ 1,2 მლნ ლარი შეადგინა.
„გაზრდილი ღვინის ექსპორტი და დივესრიფიცირებული ბაზრები, საქართველოში ახალი ღვინის საწარმოების შექმნის საფუძველს ქმნის. ამ დროისთვის, საქართველოში 500-მდე ღვინის კომპანიაა, რომელთაგან 250-ს ღვინო ექსპორტზე გააქვს. სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია და აღარ საჭიროებს სუბსიდიის ფორმით მხარდაჭერას. მისასალმებელია, რომ კიდევ ერთი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც მიმდინარე რთველის პროცესში ჩართვას და მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვას გეგმავს,“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრო ასლანიშვილმა.
www.travelingeorgia.ge