ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შოთა ბურჯანაძე: საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა
15 იანვარი, 2024

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა.

როგორც მან გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ აღნიშნა, ტურიზმის სფეროს ნაბიჯები პროგრესულია და ვითარდება.

„ტურიზმის სფეროსთვის 2023 წელი დადებითი წელი იყო. შემოსავლის კუთხით გარკვეულწილად დიდი ნაბიჯია გადადგმული და ეს არის არამხოლოდ რაოდენობრივად გაზრდილ ტურიზმზე, არამედ ტურიზმზე, სადაც ვიზიტორი საქართველოში უფრო მეტ თანხას ხარჯავს.

ხარჯვითუნარიანი ტურიზმის მოზიდვის სიტუაცია გვქონდა გასულ წელს და დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე წელი კიდევ უფრო უკეთესი გვექნება, გამომდინარე იქიდან, რომ დაინტერესება საქართველოს მიმართ იზრდება. ტურიზმის სფეროს ნაბიჯები პროგრესულია და ვითარდება. თუ შევადარებ შემოსავალს რაოდენობრივად და პროცენტულად, განსხვავება დიდია. ის ტურისტები, რომლებიც საქართველოში აქამდე ჩამოდიოდნენ შეიძლება რაოდენობრივად უფრო მეტი იყვნენ, თუმცა უფრო ნაკლებს ხარჯავდნენ, ვიდრე წელს და შესაბამისად, ეს დადებითად მოქმედებს ქვეყანაზე“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.