შოვის ტურისტული განვითარებით „კაპიტოლ ჯგუფი” დაინტერესდა – საუბარია $60 მლნ-ის ინვესტიციაზე
რაჭაში, შოვის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით „კაპიტოლ ჯგუფში” შემავალი კომპანია “სიმეტრია” დაინტერესდა.
როგორც bm.ge-ის საპარტნიორო ფონდში განუცხადეს, დაინტერესებულმა მხარემ უკვე წარმოადგინა წინადადება და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
კომპანია „სიმეტრიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი bm.ge-ისთან განმარტავს, რომ ყაზახ ინვესტორთან პარტნიორობით „სიმეტრია“ შოვის გენერალურ გეგმაზე უკვე მუშაობს, რომელიც დასრულების ეტაპზეა. ჯგუფი საპარტნიორო ფონდთან ფინანსურ თანამშრომლობას განიხილავს.
ინვესტორის გათვლებით, შოვის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 60 მილიონი დოლარის დახარჯვა იგეგმება, საიდანაც 15 მილიონი დოლარით დაფინანსებაში შემოსვლას საპარტნიორო ფონდს სთავაზობენ.
„სიმეტრია“ შოვში ტურისტული ინფრასტრუქტრის მშენებლობის დაწყებას 2020 წლიდან გეგმავს.
საპარტნიორო ფონდთან ჯერ მოლაპარაკებები დასრულებული არ არის.