შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ბათუმში ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ბათუმში მდებარე ერთერთ კლუბში მუშაობდნენ, ძალადობის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა – 2 580 თურქული ლირა და 400 ლარი გამოსძალეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Commersant.ge