ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შსს: საქართველოში ერთ თვეში რუსეთიდან 35 028 ადამიანი შემოვიდა
30 მარტი, 2022

24 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით, საქართველოში რუსეთიდან 35 028  უნიკალური პირი შემოვიდა, - ინფორმაცია "ბიზნესპარტნიორმა" შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოითხოვა.

შეგახსენებთ, შს მინისტრის ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში მინისტრის საათში გამოსვლისას 17 მარტს განაცხადა, რომ საქართველოში 2022 წელს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით ნაკლები რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. 

"2020-2021 წლებში პანდემიის გამო საზღვარი ძირითადად ჩაკეტილი იყო, შევადარებ 2019 წლის და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდებს და მოგახსენებთ, რომ დღეს ეს ციფრი მაშინდელთან შედარებით 50%-ით ნაკლებია.

ამასთან, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტების მატება ფიქსირდება მესამე ქვეყნებიდან, რაც სხვადასხვა ქვეყნის მიერ რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცის დაკეტვამ განაპირობა,”-განაცხადა გომელაურმა.

ფოტო: euronewsgeorgia

 

business-partner.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.