ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შუა საუკუნეების კვირიას ციხე-სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
29 აგვისტო, 2018

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზემო ხალაწანში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების კვირიას ციხე-სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ციხე-სახლი შედგებოდა მართკუთხა ნაგებობისა და მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ჩართული კოშკისგან. ნაგებობიდან მხოლოდ 1-მდე კედლების ნაშთებია შემორჩენილი.

კოშკი კვადრატულია (6,2×6,2 მ). ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით დუღაბზე. გარედან მობათქაშებული იყო. ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 მეტრში შემორჩენილია ქვით ნაგები საწნახელი.კოშკიდან შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული, ისიც ფრაგმენტულად. ნაგებობიდან მხოლოდ ცალკეული კედლები 1 მეტრის სიმაღლეზე. მთლიანადაა ეკალ-ბარდებით დაფარული.აუცილებელია ძეგლის გაწმენდა.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.