ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შუა საუკუნეების ომალოს კოშკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
16 ოქტომბერი, 2018

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. ომალოში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების ომალოს კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კოშკი გვიანი შუა საუკუნეების პირველი ეტაპის სასიგნალო ნაგებობის საინტერესო ნიმუშია.

კოშკი სამსართულიანია, სწორკუთხა, ნაგებია შირიმისა და ქვიშაქვის ქვებით. გარედან შელესილია.

შესასვლელი დასავლეთიდან აქვს პირველ სართულზე. კარი არქიტრავულია, ნაოთხალიანი. პირველი სართული სწორკუთხაა, მეორე ოვალური (გადაკეთებული უნდა იყოს შემდგომ ეტაპზე) სამხრეთის კედელში პირველ და მეორე სართულზე სათოფური და ნიშია. მესამე სართული მოშლილია.

შესასვლელი კარის წირთხლზე შელესილობაზე ხელის ორი ანაბეჭდია გაკეთებული.

კოშკის მესამე სართული არ შემორჩა. ინტერიერის პირველი სართული ამოვსებულია ნაშალი მასით. კოშკი დაფარულია მცენარეული საფარით.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.