ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შუაფხოში ტრადიციული დამბალხაჭოს სამრეწველო წარმოება იწყება
09 ოქტომბერი, 2018

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში ტრადიციული პროდუქტის დამბალხაჭოს სამრეწველო წარმოება იწყება.

რძის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს “ფხოვი 2017“ ააშენებს. საწარმოს წარმადობა 1,5 ტონაზე იქნება გათვლილი.

პროექტი „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

კოოპერატივში 32 ადგილობრივია გაწევრიანებული. საწარმო კოოპერატივს საკუთრებაში თანადაფინანსებით გადაეცემა, კოოპერატივი 8 წლის განმავლობაში 25%-ს გადაიხდის.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.