ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შუახევს ახალი ტურისტული ბაზა “წისქვილების სოფელი“ შეემატება
08 მაისი, 2018

შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული ბაზის განვითარების შესაძლებლობას განიხილავენ. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები და სიძველეები ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მარშრუტი გახდება ტურისტების მოსაზიდად.

მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვან ადგილებად მიიჩნევა ოთოლთას ციხე, ცხემლისის ჩანჩქერი, ხაბელაშვილების ეთნოგრაფიული მუზეუმი, კულტურის ცენტრთან არსებული ქართულ ხალხურ საკრავთა ინსტრუმენტების დამზადების სახელოსნო, ხაბელაშვილების ხის კოჭებიანი ხიდი, აქვე ჭვანისა და ხევაღელეს ხერთვისთან „წისქვილების სოფელია“, სადაც ტურისტული ზონის მოწყობა და მის განვითარებაზე ზრუნვა უკვე დაიწყო.

„როგორც ,,წისქვილების სოფელი“ასევე სხვა ტურისტული და კულტურული ძეგლები, ჩანჩქერები, მუნიციპალიტეტს ერთი მხრივ ტურისტულ ბაზას შემატებს და მოიზიდავს დამატებით ვიზიტორს, მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული ადგილობრივი სუბიექტების შემოსავალების ზრდას და განვითარებას“, - განმარტავენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.