შუხევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქიძინიძეებში ქვევრები აღმოაჩინეს.
შუახევის მერიის ცნობით, ქვევრის ნაწილების პირველადი დათვალიერების შემდეგ, არქეოლოგი ამირან კახიძე აცხადებს, რომ ქვევრი სავარაუდოდ X-XI საუკუნეებით თარიღდება.

ქვევრის ნაწილები სოფელ ქიძინიძეებში შალვა გოგიტიძის საკარმიდამო ნაკვეთში, საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობისას იპოვეს.

აღმოჩენილი ქვევრების შესწავლას აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო გეგმავს.
www.travelingeorgia.ge