„შუხმან ჯგუფი“ საქართველოში შატოს ტიპის ტურისტულ კომპლექსს დასავლეთ საქართველოში გახსნის.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „შუხმან ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის მიმდინარეობს კონცეფციაზე მუშაობა, კონკრეტულად კი, პროექტირების ეტაპი.
მისი ინფორმაციით, ახალი ტურისტული კომპლექსი განსხვავებული იქნება კახეთში არსებული კონცეფციისგან რამდენადაც ყველა რეგიონს თავისი დამახასიათებელი არქიტექტურა აქვს. შესაბამისად, თუ კომპანია კახეთში ორიენტირებულია ისეთ ავთენტურ სამშენებლო მასალებზე, როგორებიცაა ქართული აგური, კრამიტი და კირით მოპირკეთება, დასავლეთის შემთხვევაში აქცენტი იქაურ არიქტექტურასა და სტილზე გაკეთდება.
„შუხმან ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტირი ამ ეტაპზე დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.
მისივე განცხადებით, „შუხმან ჯგუფმა“ 2020 წელს კახეთში, შუხმანის ღვინის სოფელიც გააშენა, რომელმაც პანდემიის განმავლობაში საკმაოდ კარგად იმუშავა.
business-partner.ge