ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„შუმის“ ღვინომ ჩინეთში ოქროს მედალი მოიპოვა
04 სექტემბერი, 2018

ღვინის კომპანია „შუმის“ ღვინომ "სალომე“ 2014 ჩინეთში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსზე China Wine & Spirits Awards 2018 ოქროს მედალი მოიპოვა.

კომპანიის ცნობით, კონკურსზე გამარჯვებული ღვინო "სალომე“ 2014 საფერავის ჯიშისგან დამზადებული, წითელი მშრალი ღვინოა, რომელიც მწიფე ალუბლის, იის, წითელი ვარდის, სუნელ-სანელებლების და მსუბუქი სიგარის არომატით ხასიათდება.

China Wine & Spirits Awards ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პრესტიჟული კონკურსია, რომელშიც წელს 55 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

www.travelingeorgia.ge
 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.