ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"შუხმან ჯგუფის" ტურისტულ ობიექტებზე მაღალი მოთხოვნაა
15 სექტემბერი, 2022

შუხმან ჯგუფს“ 2019 წელთან შედარებით, ტურიზმის მიმართულებაზე 50%-იანი ზრდა აქვს.

როგორც „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, ეს ნიშნავს ტურიზმის გაჯანსაღების აქტიურად მიმდინარეობას და ტურიზმის მიმართულებაში მოთხოვნამ მოლოდინებს გადააჭარბა.

მისივე ინფორმაციით, შეინიშნება ახალი ტენდენცია, რომ ქართველებმა დაიწყეს საქართველოს კურორტების შეყვარება, გაცნობა და დათვალიერება.

„შუხმან ჯგუფის“ გენერალური დირექტორი იმედოვნებს, რომ  ადგილობრივ დამსვენებელს უცხოელი ტურისტებიც დაემატება, რაც სხვა პროექტების განვითარების და ახალ-ახალი ობიექტების შექმნის წინაპირობა გახდება.

ცნობისთვის, Schuchmann Wines Chateau არის დიდი კომპლექსი სოფელ კისისხევში, სადაც გაერთიანებულია, ქართული სამზარეულო, მარანი, სადეგუსტაცია სივრცე, აუზი და SPA მომსახურება.

რაც შეეხება ტურიზმს, მის გააქტიურებაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 1,6 მლრდ აშშ დოლარს, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.