საქართველოსა და შვეიცარიას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობისა და წარმოშობის წყაროს დასახელებების დაცვის შესახებ ხელშეკრულება 1 სექტემბერს შევიდა ძალაში.
ხელშეკრულების თანახმად დაცულია ისეთი აღნიშვნები, როგორიცაა Tête de Moine, Gruyère, შვეიცარიული შოკოლადი და შვეიცარიული საათები. გარდა ამისა, წარმოშობის წყარო „შვეიცარია“, კანტონების დასახელება და შვეიცარიის დროშა. შვეიცარიაში დაცული იქნება შემდეგი დასახელებები: კახეთი (ღვინო), სულგუნი და ბორჯომი.
gbc.ge