ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შვეიცარიის ხელისუფლება უცხოელ ტურისტებს სთხოვს, წელს ზამთრის კურორტებზე არ ჩავიდნენ
14 დეკემბერი, 2020

შვეიცარიის ხელისუფლებამ უცხოელ ტურისტებს სთხოვა, წელს ზამთრის კურორტებზე არ ჩავიდნენ. Reuters-ის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში ქვეყნის ხელისუფლება ზომების გამკაცრებას გეგმავს.

ახალი შეზღუდვები 12 დეკემბრიდან ამოქმედდება და 22 იანვრამდე იმოქმედებს. ზოგიერთ რეგიონში შეიზღუდება მაღაზიების, რესტორნებისა და ბარების მუშაობა.

გარდა ამისა, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ხელისუფლებამ უცხოელ ტურისტებს მოუწოდა, წელს ზამთრის კურორტებზე არ ჩავიდნენ. შესაბამისად, შვეიცარიის სათხილამურო კურორტებზე დასვენებას წელს მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.