ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
7 წელში შეცვლილი რეალობა- როგორ გავხდით დამოკიდებული რუს ტურისტებზე?
02 აგვისტო, 2019

ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო, რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო ფრენები აკრძალა. ვლადიმერ პუტინმა ტურისტულ სააგენტოებს რეკომენდაცია მისცა, რომ საქართველოში ტურები არ დაგეგმონ. „კომერსანტი“ დაინტერესდა, წლების განმავლობაში როგორ იცვლებოდა რუსეთიდან ტურისტების წილი და როდის გახდა საქართველო რუს ტურისტებზე დამოკიდებული.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ- გვერდზე საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების  რაოდენობის შესახებ კვლევა 2011 წლიდან იწყება. წყარო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტია.

2011წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების  რაოდენობა 3,115,527 იყო, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 2,711,697. სხვა ვიზიტების (არატურისტული) რაოდენობამ 403 880 შეადგინა.

2011 წელს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით რუსეთი ტოპ 5 ქვეყანაში 220,294 ვიზიტორით მეხუთე ადგილს იკავებს

ტერმინებმა მკითხველში გაურკვევლობა, რომ არ გამოიწვიოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცი შემდეგ განმარტებას გთავაზობთ:

2012 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 4,741,346 იყო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რიცხვმა კი 4,105,874 შეადგინა . სხვა ვიზიტების რაოდენობა (არატურისტული) 635 472 მდე გაიზარდა. 2012 წელს რუსეთიდან 190,033 მეტი რუსი ტურისტი ჩამოვიდა და ჯამში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 410 327 ვიზიტორით განისაზღვრა. რუსეთი ტოპ 5 ქვეყანაში ისევ მეხუთე ადგილს იკავებს

2013 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2012 წელთან შედარებით 21 პროცენტით გაიზარდა და 5,734,898 იყო ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 4,954,448 შეადგინა. ხოლო სხვა ვიზიტების (არატურისტული) რაოდენობა 780,450 იყო. 2013 წელს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით რუსეთი ტოპ 5 ქვეყანაში 606, 668 ვიზიტორით უკვე მეოთხე ადგილს იკავებს, ცვლილებამ 47 პროცენტი შეადგინა.

2014 წელს საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2013 წელთან შედარებით 2,7 პროცენტით გაიზარდა და 5,888,709 შეადგინა ხოლო  საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 1 პროცენტით გაიზარდა და 5,004,331 იყო. სხვა ვიზიტები (არატურისტული) რიცხვმა 884, 378 შეადგინა, მონაცმები 13,3 პროცენტით არის გაზრდილი.

2015 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 6,305,635 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 7.1%-ით მეტია. 2015 წელს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 5,255,999 შეადგინა. მათი უმრავლესობა (საქართველოს არარეზიდენტი მოქალაქეების გათვალისწინების გარეშე) 86.9% მეზობელი ქვეყნების რეზიდენტების მიერ განხორციელდა. სხვა ვიზიტები (არატურისტული) რიცხვმა 1,049,636 შეადგინა.  საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის მიხედვით ლიდერი ქვეყანაა სომხეთია 1,191,777 ვიზიტით, რაც 11.8%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. მას მოსდევს აზერბაიჯანი 1,156,183, თურქეთი 1,074,065 და რუსეთი 763,019 ვიზიტით.

საერთაშორისო ვიზიტორების ყველაზე მეტი ვიზიტი 4,435,284 (ზრდა +3.8%) სახმელეთო გზით განახორციელეს. ყველაზე მეტი ვიზიტი სარფი 1,179,163 (-6.4%) სასაზღვრო პუნქტიდან განხორციელდა, მას მოსდევს წითელი ხიდი 976,272 (-1.8%) და სადახლო 885,289 (+12.8%) ვიზიტით.

2016 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 6,719,975 შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 6.6%-ით მეტია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 5,392,816 შეადგინა. სხვა ვიზიტების (არატურისტული) რაოდენობამ 1,327,159 იყო. საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით ლიდერობს სომხეთი 1,152,234 ვიზიტით, მას მოსდევს აზერბაიჯანი 1,075,820, თურქეთი 988,312 და რუსეთი 849,265 ვიზიტით. 2016 წელს რუსეთიდა საქართველოში 11 პროცენტით მეტი ტურისტი ჩამოვიდა.

საერთაშორისო ვიზიტორებმა ყველაზე მეტი ვიზიტი 4,313,163 (კლება -2.8%) სახმელეთო გზით განახორციელეს. საზღვრების მიხედვით ყველაზე მეტი ვიზიტი კი 1,084,367 (-8%) სარფის სასაზღვრო პუნქტიდან განხორციელდა, მას მოსდევს წითელი ხიდი 887,059 (-9.1%) და სადახლო 875,793.

ასევე მნიშვნელოვანია 2016 წელს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია ტურისტების დანახარჯებთან დაკავშირებით.

2017 წელს საგრძნობლად 17 პროცენტით გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა და 7,902,509 შეადგინა.  საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6,482,830 შეადგინა. სხვა ვიზიტების  (არატურისტული) რაოდენობამ 1, 419, 679 შეადგინა. ტოპ 5 ქვეყანა საერთაშორისო ვიზიტების

მიხედვით რუსეთი 2017 წელს სამეულში მოხვდა. ვიზიტების რაოდენობით ლიდერობს აზერბაიჯანი 1,301,556 ვიზიტით, მას მოსდევს სომხეთი 1,287,168, რუსეთი 1,135,057 და თურქეთი 1,007,276 ვიზიტით.

საერთაშორისო ვიზიტორებმა ყველაზე მეტი ვიზიტი 4,958,039 (ზრდა +15%) სახმელეთო გზით განახორციელეს. საზღვრების მიხედვით ყველაზე მეტი ვიზიტი კი თბილისის აეროპორტის 1,133,811 (+44.2%) სასაზღვრო პუნქტიდან განხორციელდა, მას მოსდევს სარფი 1,101,317 (+1.6%) და ყაზბეგი 1,045,488 (+23.5%)

2017 წელს დანახარჯების სტრუქტურა იცვლება და რუსეთი ლიდერ პოზიციას იქავებს.

2018 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 8,679,544 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 9.8%-ით მეტია. 2018 წელს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 7,203,350 შეადგინა. სხვა ვიზიტების  (არატურისტული) რაოდენობამ 1,476,194 შეადგინა.  საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით ლიდერ ისევ აზერბაიჯანია 1,424,610 ვიზიტით მეორე ადგილზე სომხეთი რუსეთმა ჩაანაცვლა 1,404,757ვიზიტით, სომხეთი 1,268,886 და თურქეთი 1,098,555 ვიზიტი.

საერთაშორისო ვიზიტორებმა ყველაზე მეტი ვიზიტი 5,314,984 (+7.2%) სახმელეთო გზით განახორციელეს. საზღვრების მიხედვით ყველაზე მეტი ვიზიტი კი თბილისის აეროპორტის 1,402,157 (+23.7%) სასაზღვრო პუნქტიდან განხორციელდა, მას მოსდევს სარფი 1,296,833 (+17.8%) და ყაზბეგი 1,129,490 (+8%) . დანახარჯების სტრუქტურა კი 2018 წელს შემდეგი იყო:

რაც შეეხება 2019 წელს. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 3,862,444 იყო, რაც წინა წლის 6 თვის მონაცემთან შედარებით 8,4%-ით მეტია. სხვა ვიზიტების  (არატურისტული) რაოდენობამ 632,840 შეადგინა. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 3,229,604 შეადგინა. ცვლილებამ 7,7 პროცენტი შეადგინა. 6 თვის მონაცემებით საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით ლიდერი პოზიცია რუსეთმა დაიკავა 691,587  ვიზიტორით, ცვლილებამ 31 პროცენტი შეადგინა.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.