7 დაუვიწყარი გამოცდილება დასავლეთ საქართველოში – სტატიას ამ სათაურით ცნობილი სამოგზაურო ვებ-პორტალი Wanderlust ავრცელებს.
გამოცემის ჟურნალისტმა ჰელენ მოატიმ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში იმოგზაურა და როგორც ის წერს, “საქართველო იმაზე მეტია ვიდრე თბილისი და მთები’’.
“ჰელენ მოატიმ უძველესი კანიონები, უდაბური საბჭოთა აბაზანები, იუნესკოს ნუსხაში შეტანილი სოფლები და წარმოუდგენელი სტუმართმოყვარეობა აღმოაჩინა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში’’-ნათქვამია სტატიაში.
რეპორტიორი მკითხველს იმ შვიდ დაუვიწყარ თავგადასავალს სთავაზობს, რომელთა გავლასაც მათაც ურჩევს.
1 – რელაქსი ქუთაისში
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, აეროპორტიდან ნახევარი საათის მანძილით დაშორებული აუღელვებელი და მშვიდი ქუთაისი კარგი ბაზაა დასავლეთ საქართველოს შესასწავლად.
“მისი დაჩაჩანაკებული (ძველი, დრომოჭმული) ქუჩები და ისტორიული ნაგებობები აყვავებული ყვავილებითა და რძიანი მდინარე რიონით არის გაჯერებული’’-აღნიშნავს ის.
ჟურნალისტი მკითხველს, შუა საუკუნეების ისტორიული ბაგრატის ტაძრის მონახულებას ურჩევს, ასევე გელათის მონასტრის, რომელიც, მისი თქმით, ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს და ბაგრატისგან განსხვავებით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.
2- დაიკარგეთ მინერალური წყლების კურორტ წყალტუბოში
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ქუთაისიდან ოცი წუთის დაშორებით, წყალტუბოს საბჭოთა დროინდელი, დანგრეული სანატორიუმები მდებარეობს, რომლებიც სქელი ტყის ლანდშაფტშია ჩაფლული.
“’ერთ დროს, აქ მოსკოვიდან, ყოველდღიურად სამი მატარებელი ჩამოდიოდა’’- დასძენს ავტორი.
როგორც რეპორტიორი აღნიშნავს, წყალტუბო ფოტოგრაფის საოცნებო ადგილია. მისივე თქმით, სტალინისთვის აშენებული სანატორიუმის რესტავრაცია სრულიად მოხდა.
‘’ახლა ამ სამკურნალო წყლებში, სტუმრებს მასაჟისა და ტალახის აბანოთი სიამოვნების შეუძლიათ’’-ნათქვამია სტატიაში.
3 – გამოიკვლიეთ მღვიმეები და ღრმა კანიონები
ჟურნალისტი წერს, რომ წყალტუბოს ჩრდილოეთით პრომეთეს მღვიმე მდებარეობს, სადაც დამთვალიერებელს საოცარი სანახაობა ელოდებთ. მოშიების შემთხვევაში ჟურნალისტი მოგზაურებს, წივის ტბაზე გამგზავრებას ურჩევს, სადაც მისი თქმით, ტბის გვერდით თანამედროვე რესტორანი Lake Side სტუმრებს მდინარის პირას კარგ კერძებს სთავაზობს.
სტატიის ავტორის თქმით, აქედან ჩრდილო – დასავლეთით მარტვილის კანიონი მდებარეობს, რომელიც ასევე უამრავ თავგადასავალს სთავაზობს მნახველს.
4 – მიჰყევით ჩაის ბილიკს გურიაში
ჟურნალისტი წერს, რომ სუბტროპიკული გურია, რომელიც მჭიდროდ ტყიანი ბორცვებითა და ხეობებით არის გარშემორტყმული – ტაილანდს ან შრი-ლანკას მოგაგონებთ, კაკლისა და ხილის ბაღებითა და ჩაის პლანტაციებით.
რეპორტიორი მნახველს ჩაის ტურში მონაწილეობასაც ურჩევს, სადაც ბიო-ჩაის დამზადების მეთოდების სწავლის საშუალება ექნებათ.
ჟურნალისტი ვიზიტორებს გომის მთაზე ასვლასაც ურჩევს.
“გომის მთა უცნაური და სხვა სამყაროა ღრუბლების თავზე’’-აღნიშნავს ის.
5 – ჩაყვინთეთ შავ ზღვაში
ავტორი ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოში მოგზაურობა, შავი ზღვის მოუნახულებლად არასრულფასოვანია. როგორც ის წერს, ოზურგეთიდან წვერმაღალას პარკამდე უნდა წავიდეთ, სადაც მოინახულებთ, ცნობილი ქართველი მილიარდერის პროექტს, სადაც ის ძველ და მაღალ ხეებს რგავს.
‘’Black Sea Arena -ზე მუსიკალურ პარკში ქართველი კომპოზიტორების მონუმენტების გვერდით, მსოფლიოს მუსიკის ცნობილი სახეების ხილვაც არის შესაძლებელი’’-აღნიშნულია სტატიაში.
ჟურნალისტი მოგზაურებს ბათუმის მონახულებასაც ურჩევს.
6 – აღმოაჩინეთ სვანეთის ველური სული
ჟურნალისტი სვანეთში მოგზაურობასაც უწევს რეკომენდაციას. როგორც ის ამბობს, ველური ლანდშაფტი და თოვლით დაფარული კავკასიონი საოცარი სანახავია.
‘’ზუგდიდიდან ენგურის კაშხალიდან მოყოლებული გზა მდინარე ენგურის პირზე, უფრო და უფრო ველური პეიზაჟებით და კავკასიონის თოვლით დაფარული მთებით გზადაგზა შეგხვდებათ’’- წერს ავტორი.
7 – გაოცდით ქართული კერძებით, ღვინითა და სტუმართმოყვარეობით
როგორც ჟურნალისტი წერს, საქართველო ცნობილია სტუმართმოყვარეობით, უძველესი ღვინითა და გემრიელი კერძებით. მისი თქმით, კერძები ტრადიციულად მზადდება. რეპორტიორი საქართველოში მოგზაურებს, ლობიოს, სალათის, ხაჭაპურის და ა.შ. დაგემოვნებისკენ მოუწოდებს.