ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
7 ივლისიდან ავიაკომპანია „სერვისეარი“ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს შეასრულებს
05 ივლისი, 2017

7 ივლისიდან ავიაკომპანია „სერვისეარი“ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს
შეასრულებს

ხვალიდან „სერვისეარი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენების განხორციელებას დაიწყებს. მგზავრებს „სააბის“ ტიპის 32 ადგილიანი საჰაერო ხომალდი მოემსახურებათ. ერთი გზის ბილეთის ღირებულება 90 ლარს შეადგენს.

ფრენები შესრულდება ყოველდღე, ოთხშაბათის გარდა, შემდეგი განრიგით:

მიმართულება ორშაბათი სამშაბათი ხუთშაბათი პარასკევი შაბათი კვირა


თბილისი - ბათუმი 10:00 10:00 10:00 10:00 10:00 10:00

ბათუმი-თბილისი 12:00 12:00 12:00 12:00 12:00 12:00


თბილისი - ბათუმი 14:00 14:00

ბათუმი-თბილისი 16:00 16:00


თბილისი - ბათუმი 18:00 18:00 18:00 18:00 18:00

ბათუმი-თბილისი 20:00 20:00 20:00 20:00 20:00

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტული კომპანია „ვანილა სქაის“ თბილისისა და ბათუმის ოფისებში, ასევე აღნიშნული კომპანიის ვებ-გვერდზე (7 ივლისის 16:00 საათიდან) და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სალაროში.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.